3 წლის და 5 თვის წინ
ცნობილია - რამდენი ხნით იუქმებს ბალდე
ავტორი
Aa
"ბარსელონას" მარცხენა მცველს, ალეხანდრო ბალდეს "მალიორკასთან" მატჩის ნაადრევად დატოვება მოუწია.
19 წლის ფლანგელი მოედნიდან ტრავმის გამო გაიყვანეს, რომელიც მას ამატ ნდიაიემ მიაყენა. ნდიაიეს ქმედება იმდენად უხეში გახლდათ, რომ იგი წითელი ბარათით დაისაჯა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ამომავალმა ვარსკვლავმა მარჯვენა ფეხის კოჭი დაიზიანა. კლუბმა ეს უკვე დაადასტურა.
ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ ბალდეს 6-7 კვირით მოუწევს უქმობა.
მაშასადამე, ერთა ლიგის ივნისში გასამართ შეხვედრებში ალეხანდრო მონაწილეობას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბალდემ 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი