1 წლის და 6 თვის წინ
ჩავი ადასტურებს - გულშემატკივრებს იმედი გაუცრუვდათ
ჩავი ადასტურებს - გულშემატკივრებს იმედი გაუცრუვდათ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა დაადასტურა, რომ სერხიო ბუსკეტსმა და ჟორდი ალბამ "ბლაუგრანას" მაისურით უკანასკნელი მატჩი ჩაატარეს.

"დამშვიდობება ყოველთვის რთულია, მაგრამ ვფიქრობ, ბუსკეტსმა და ალბამ ამისთვის სწორი დრო შეარჩიეს.

კლუბის ისტორიაში საუკეთესო საყრდენი და საუკეთესო მარცხენა მცველი გვტოვებენ.

დღეს მათ "ბარსაში" ბოლოჯერ ითამაშეს. ამიერიდან, შეუძლიათ დაისვენონ. ეს დაიმსახურეს," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "ბარსა" ვიგოს "სელტას" შეხვდება, 6 ივნისს კი ამხანაგურ მატჩში "ვისელ კობეს" დაუპირისპირდება.

არადა, "ვისელ კობესთან" თამაშში ქომაგები ანდრეს ინიესტასა და სერხიო ბუსკეტსის შეხვედრას ელოდნენ.

გულშემატკივრებს ეგონათ, რომ ბუსკეტსსა და ალბას სეზონის დარჩენილ ორ ჯახშიც იხილავდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მათი მოლოდინი მცდარი გახლდათ.


Facebook კომენტარები