მიმდინარე სეზონში კატალონიის "ბარსელონა" დაცვაში საშინლად გამოიყურება, თუმცა სამწუხაროა, რომ გუნდი არც შეტევაში ბრწყინავს.
"ლევანტესთან" მატჩშიც "ბლაუგრანამ" მეტოქის კარში მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს არაერთი შანსი ჰქონდათ.
ისევე როგორც აქამდე, "ბარსას" შეტევების დიდი ნაწილი მიმდინარე სეზონშიც, მოედნის მარცხენა ფრთიდან ხორდი ალბას გავლით ხორციელდება, თუმცა ესპანელს მისი ავტომატიზირებული ჩვევა ხელს ძალიან უშლის.
კერძოდ, ყველამ კარგად იცის, თუ როგორ უგებენ ალბა და მესი ერთამენთს, თუმცა ბოლო პერიოდში ეს კომბინაცია აღარ ამართლებს. ამასთან, ხშირ შემთხვევაში ხორდის მიერ მესისკენ გაკეთებულ უამრავ პასს, კარგ პოზიციაზე მყოფი თანაგუნდელი ეწირება, რომელიც ლეოზე გაცილებით ხელსაყრელ სიტუაციაშია.
ამის დამადასტურებლად, გთავაზობთ ორ ფოტოს გუშინდელი მატჩიდან.