1 წლის და 6 თვის წინ
ტერ შტეგენის თხოვნა ჩავის - გერმანელს ისტორიის დაწერა უნდა
ტერ შტეგენის თხოვნა ჩავის - გერმანელს ისტორიის დაწერა უნდა

ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩში, რომელშიც "ბარსელონამ" "მალიორკას" ანგარიშით 3:0 მოუგო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა პრიმერას მიმდინარე სეზონში თავისთვის 26-ე მშრალი შეხვედრა დააფიქსირა.

გერმანელმა გოლკიპერმა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს უწია.

მსგავსი რამ 1993-1994 წლების სეზონში მოხდა, როცა "დეპორტივო ლა-კორუნას" მეკარემ ფრანსისკო ლიანომ შეძლო.

ტერ შტეგენს ლიანოს შედეგის გაუმჯობესების შანსი აქვს, რადგან "ბარსას" ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურიც აქვს სათამაშო. კატალონიური გრანდი იქ ვიგოს "სელტას" შეხვდება.

ხავი მიგელის ინფორმაციით, მარკ-ანდრემ ჩავი ერნანდესს სთხოვა, რომ ამ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დააყენოს, რათა რეკორდის მოხსნის შანსი მიეცეს.

აქვე გეტყვით, რომ "სელტასა" და "ბარსას" ჯახი 4 ივნისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები