2 წლის და 8 თვის წინ
ლაპორტამ ლეაუზე იკითხა - რამდენად რეალურია ტრანსფერი
ავტორი
Aa
Diario Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" "მილანის" პორტუგალიელი შემტევის, რაფაელ ლეაუსადმი ინტერესი გამოხატა.
"ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ "როსონერის" წარმომადგენლებს თავად ჰკითხა ლეაუს შესახებ.
კატალონიური გრანდის მმართველს სურს, გუნდში კიდევ ერთი მაღალი დონის შემტევი მოიყვანოს, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის ჯეროვან დახმარებას გაუწევს.
რაფა ამისთვის შესაბამის ვარიანტად ჩანს, რადგან მიმდინარე სეზონში 29 გოლში აქვს პირდაპირი მონაწილეობა მიღებული.
მიუხედავად ამისა, 23 წლის ფეხბურთელის "ბლაუგრანაში" გადაბარგების შანსი მაინც მიზერულად უნდა მივიჩნიოთ.
ბოლო ცნობების მიხედვით, ლეაუ "მილანთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი