2 წლის და 10 თვის წინ
ანსუ ფატი მნიშვნელოვან მაჩვენებელს აფიქსირებს
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ესპანელი თავდამსხმელი ანსუ ფატი ერთ მეტად მნიშვნელოვან მაჩვენებელს აფიქსირებს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფატი "ბლაუგრანას" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონის ყველა მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
თუ გავითვალისწინებთ 20 წლის შემტევის ტრავმიან წარსულს, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღსანიშნად მოგვეჩვენება.
შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ათიანმა თავი "სეუტას" წინააღმდეგ გუშინ გამართულ მატჩში გოლით გამოიჩინა.
2022/2023 წლების სეზონში ანსუმანემ 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.
თავისი სტატისტიკის გაუმჯობესების კარგი შანსი ესპანელს კვირას, "ხეტაფესთან" მატჩში მიეცემა, რადგან ჩავიმ დაადასტურა, რომ ფატი ამ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი