11 თვის წინ
ჩავი ადასტურებს - "ბარსა" ზამთარში ვარსკვლავთან ახლოს იყო
ჩავი ადასტურებს - "ბარსა" ზამთარში ვარსკვლავთან ახლოს იყო

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა დაადასტურა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბლაუგრანა" ჟოაუ კანსელუს დამატებასთან იყო ახლოს.

"ჟოაუ კანსელუ გვინდოდა. მათ ის შემოგვთავაზეს და ჩვენგან თანხმობაც მიიღეს.

საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ "მანჩესტერ სიტის" კანსელუს "ბარსელონაში" გაშვება არ უნდოდა. სიმართლე ესაა," - თქვა "ბლაუგრანას" თავკაცმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში სტუმრობისას.

პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა გუნდი იანვარში მაინც შეიცვალა, თუმცა "სიტიმ" ის არა "ბარსაში", არამედ მიუნხენის "ბაიერნში" გაანათხოვრა.

ცნობილია ისიც, რომ "რეკორდმაისტერი" კანსელუს გამოსყიდვას არ გეგმავს, "ქალაქელებს" კი მისი შენარჩუნება არ სურთ. სწორედ ამაში მდგომარეობს "ბარსელონას" შანსიც, რადგან "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 29 წლის ფლანგელის დამატება ისევ უნდათ.


Facebook კომენტარები