11 თვის წინ
"ბარსა" არ ნებდება - კიმიხის ტრანსფერის შანსები
"ბარსა" არ ნებდება - კიმიხის ტრანსფერის შანსები

"ბარსელონას" იოზუა კიმიხის ტრანსფერზე ხელი ჯერ არ ჩაუქნევია, - იუწყება Mundo Deportivo.

კატალონიურ გრანდში სურთ, რომ მიუნხენის "ბაიერნს" თავისი ინტერესის შესახებ შეატყობინონ, თუმცა კლუბს ჯერ ლა ლიგის მიერ მათი გეგმის დადასტურება სჭირდება.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" დასტურის მიღებას მომდევნო კვირისთვის ელოდებიან.

წყაროს თანახმად, ჩავი ერნანდესს გერმანელი ნახევარმცველი ძალიან მოსწონს. "მაესტრო" მზადაა, რომ კიმიხთან შესახვედრად საკუთარი შვებულებაც გამოიყენოს. რამდენიმე ფეხბურთელთან მიმართებაში ეს მან გასულ წელსაც გააკეთა.

"ბლაუგრანაში" იციან, რომ 28 წლის ვარსკვლავის გადაბირება რთული იქნება, მაგრამ კიმიხის ტრანსფერი შემადგენლობის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.

MD-ს თქმით, "რეკორდმაისტერს" მაღალი დონის ცხრიანის დამატება სწადია, საამისოდ კი ჯერ რომელიმე ვარსკვლავო უნდა გაყიდოს. ბავარიელებს გასაყიდად ლეონ გორეცკა ჰყავთ გადადებული, მაგრამ თუ ძვირადღირებულ შეთავაზებას მიიღებენ, კიმიხსაც შეელევიან.

მიმდინარე სეზონში იოზუამ თავი 7 გოლითა და 11 ასისტით გამოიჩინა.



Facebook კომენტარები