2 წლის და 11 თვის წინ
გადაწყდა! - დარჩება თუ არა რაფინია "ბარსელონაში"
ავტორი
Aa
რაფინიამ "ბარსელონაში" დარჩენა გადაწყვიტა, - იუწყება Marca-ს ჟურნალისტი ალექს პინტანელი.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს Sport-ის ჟურნალისტი ხოაკიმ პიერა.
ბრაზილიელის მომავალი უკანასკნელ კვირებში დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გახლდათ. ზოგიერთი წყარო დარწმუნებულიც კი გახლდათ იმაში, რომ 26 წლის გარემარბს კლუბი გაასხვისებდა.
გადაწყვეტილება რაფინიამ ოჯახთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.
წყაროს თანახმად, ბრაზილიელი შემტევი კმაყოფილია ჩავისთან ურთიერთობით, ფანებთან დამოკიდებულებითა და საკუთარი პროგრესით.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალწვეულმა თავი 10 გოლითა და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები