10 თვის წინ
ალეხანდრო ბალდე: “უფრო ძლიერი დავბრუნდები”
ალეხანდრო ბალდე: “უფრო ძლიერი დავბრუნდები”

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” 19 წლის ფეხბურთელმა, ალეხანდრო ბალდემ “მალიორკას” წინააღმდეგ დაზიანება მიიღო, რის გამოც დაახლოებით 6-7 კვირა გაუცდება.

ახალგაზრდა მოთამაშემ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში განცხადება გაავრცელა:

“ტრავმები სპორტის მწარე ნაწილია. მადლობა ღმერთს, ნაკლებად სერიოზული იყო, ვიდრე ჩანდა. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისა და სიყვარულის გამოხატვისთვის! ახლა დროა გამოვჯანმრთელდე და უფრო ძლიერი დავბრუნდე, ვიდრე ადრე.” - განაცხადა ბალდემ.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 44 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები