2 წლის და 4 თვის წინ
"ჩვენ გელოდებით" - რა ითქვა მესის მიმართვის შემდეგ
ავტორი
Aa
"კამპ ნოუზე" დღეს "ბარსელონას" კაპიტნის, სერხიო ბუსკეტსის გაცილების ცერემონია შედგა, რომელსაც "ბლაუგრანას" მთელი შემადგენლობა, ჩავი ერნანდესი და მრავალი ცნობილი სახე დაესწრო.
ცერემონიის ერთ-ერთი ნაწილი კლუბის ლეგენდების მიერ საგანგებოდ ბუსკეტსისთვის ჩაწერილი ვიდეომიმართვების ხილვა გახლდათ.
რა გასაკვირია, რომ მსგავსი მიმართვა ჩაწერა სერხიოს დიდი ხნის მეგობარმა, ლიონელ მესიმაც.
"ვწუხვარ, რომ იქ არ ვარ (ცერემონიაზე). შენ კლუბს ბევრი რამ მიეცი.
მიყვარხარ, შენ ეს იცი," - თქვა მესიმ.
ჩანაწერის დასრულების შემდეგ, წამყვანმა მოკლე რეპლიკა თქვა: "მადლობა, ლეო, გელოდებით."
შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსმა წასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ გამოცხადა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს იგი კარიერას.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 კვირის და 3 დღის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 კვირის და 6 დღის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი
1 თვის და 1 კვირის წინ
როდის დაბრუნდება ლამინე იამალი - აქტუალურ შეკითხვას პასუხი გაეცა