11 თვის წინ
ალბათობა 80%-ია - რომეროს სუპერსიახლეები მესის შესახებ
ალბათობა 80%-ია - რომეროს სუპერსიახლეები მესის შესახებ

ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნების შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.

წყაროს თანახმად, არგენტინელი მეგავარსკვლავის მამას, ხორხე მესის დღეს ლა ლიგიდან დაურეკეს. ხორხემ მათ უთხრა, რომ მის ვაჟს "ბლაუგრანაში" სურს თამაში, თუმხა 100%-იანი გარანტიები სჭირდება.

თუ რომეროს დავუჯერებთ, ლა ლიგა "ბლაუგრანას" გეგმას ორშაბათს დაამტკიცებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ წინადადებას, რომელიც ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა საუდის არაბეთიდან მიიღო, ვადა 15 დღეში გასდის. სწორედ ამიტომ ჩქარობს 35 წლის ფეხბურთელი.

რომეროს თქმით, მესი და ჩავი უწყვეტ კონტაქტზე არიან. ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

ჟერარი "ლა პულგას" დაბრუნების ალბათობას 80%-ით აფასებს.

შეგახსენებთ, რომ ლეო პირველ ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში ის "პსჟ-ს" 21 გოლითა და 20 ასისტით დაეხმარა.


Facebook კომენტარები