2 წლის და 8 თვის წინ
ფატიმ ყველაფერი იცის - დრო იწურება
ავტორი
Aa
ანსუ ფატიმ ზუსტად იცის, რომ "ბარსელონას" მისი წასვლა სურს, - იუწყება SPORT.
20 წლის თავდამსხმელს გუნდის გამოცვლას თავისი აგენტი, ჟორჟე მენდეშიც ურჩევს. პორტუგალიელი აგენტი ანსუს "ვულვზში" გადასვლისკენ მოუწოდებს.
წყაროს თანახმად, მენდეში "ბლაუგრანას" შეჰპირდა, რომ ფატის დარწმუნებას მოახერხებს, თუმცა დრო იწურება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანი კი პოზიციას არ იცვლის.
შეგახსენებთ, რომ ფატის "ბლაუგრანა" რუბენ ნევეშის ტრანსფერში უპირებს ჩართვას. კატალონიური გრანდი ანსუს დათმობს, სანაცვლოდ კი 26 წლის ნახევარმცველსა და გარკვეულ თანხას მიიღებს.
ესპანელი ფორვარდი დაუკავშირეს ლონდონის "არსენალსაც".
2022/2023 წლების სეზონში ფატიმ თავი 9 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი