2 წლის და 3 თვის წინ

"ბარსა" ტორეს ანათხოვრებს - სად წავა პაბლო

ავტორი
Aa
ესპანური SPORT ირწმუნება, რომ "ბარსელონამ" თავისი ახალგაზრდა ნახევარმცველის, პაბლო ტორესთვის ახალი გუნდის მოძებნა დაიწყო.
"ლურჯ-ბროწეულისფერთ" პაბლოს პოტენციალის სჯერათ, თუმცა მის განათხოვრებას აპირებენ, რათა 20 წლის ესპანელმა საკუთარი უნარები მაქსიმალურად წარმოაჩინოს.
კლუბში ფიქრობენ, რომ ტორესთვის საუკეთესო ვარიანტი ლა ლიგის გუნდი იქნებოდა.
გადაწყვეტილება თავად პაბლოსთანაც შეთანხმებულია.
თუ Diario AS-ის ჟურნალისტ ხავი მიგელს დავუჯერებთ, ტორეს გადაბირების საუკეთესო შანსი "ვილიარეალს" აქვს. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ახალგაზრდას ერთწლიანი იჯარით დაიმატებს, მაგრამ მის გამოსყიდვის უფლებას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ახალწვეულმა ძირითადი გუნდის მაისური 12 მატჩში მოირგო. მან 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 დღის და 20 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის და 1 დღის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 კვირის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
2 კვირის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში