"ბარსელონას" ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ ფრანკ კესიეს 30 მილიონ ევროდ გაყიდვა შეუძლია, - იუწყება ხავი მიგელი.
წყაროს თანახმად, კოტ-დ'ივუარელმა ნახევარმცველმა იცის, რომ მისი "ბლაუგრანადან" წასვლა რეალურია. 26 წლის ფეხბურთელის ფავორიტი ვარიანტი მილანის "ინტერია".
"ნერაძური" სწორედ ის კლუბია, რომელსაც კესიეს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ.
მიუხედავად ამისა, "ინტერნაციონალე" "ბლაუგრანასთვის" საუკეთეესო ვერსია არ გახლავთ, რადგან მილანელებს ტრანსფერში ფულის გადახდა არ სურთ. მათ გაცვლის განხორციელება ურჩევნიათ.
SPORT-ის ცნობით, "შავ-ლურჯები" ბარტერში ჩართვას მარსელო ბროზოვიჩს უპირებენ. არადა, ჩავის თავის გუნდში ხორვატი ნახევარმცველის ხილვა არ სურს. თანაც, მარსელომ "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
აქედან გამომდინარე, "ბარსასა" და "ინტერს" შორის ბარტერის გაჩარხვის შანსი ძალიან დაბალია. კატალონიურ გრანდს კესიეში თანხის მიღება უნდა.
მიმდინარე სეზონში ფრანკმა თავი 3 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.