სამი დიდი მითი ლეო მესის შესახებ

სამი დიდი მითი ლეო მესის შესახებ

მიუხედავად ლეო მესის დიდი წარმატებისა, მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არგენტინელი ყველა დროს საუკეთესო არ არის.

ბუნებრივია, ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გააჩნდეს,  თუმცა ზემოთ ხსენებულ ადამიანებს, თავიანთი მოსაზრების დასამტკიცებლად უცნაური და არაფრის მომცემი არგუმენტები მოყავთ.

მოკლედ, რომ ვთქვათ საფეხბურთო სამყაროში არსებობს სამი დიდი მითი ლეო მესის შესახებ, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ.

1) მესი ნაკრებში ისეთი ეფექტური ვერაა, როგორც "ბარსაში"

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, რომელსაც საფუძვლად ის უდევს, რომ არგენტინელმა სანაკრებო ტიტულის მოგება ვერ მოახერხა. მართალია ამ ფაქტს ვერსად გავექცევით, მაგრამ შეგვიძლია ეს მოსაზრება სხვაგვარად გავაბათილოთ. ლეო არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მას მოგებული აქვს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთი. დიახ, იმ მუნდიალის, სადაც ლეომ ნაკრები "ზურგზე მოიკიდა" და ფინალში გაიყვანა, სადაც ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, ამის მიზეზებზე აღარ ვისაუბრებთ. გარდა ამისა "ლა პულგამ" არგენტინა კოპა ამერიკას ფინალში ზედიზედ ორჯერ გაიყვანა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მოგება ვერ მოახერხა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ 2018 წლის მსოლფიო ჩემპიონატზე ლეომ ნაკრები პირადად გაიყვანა. შეგახსენებთ, დიდი იყო იმის შანსი, რომ არგენტინას საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაევლო, თუმცა მესიმ გუნდს ბოლო შეხვედრა მარტომ მოაგებინა.

 

2)მესი დიდ მატჩებში იკარგება

ალბათ ყველაზე აბსურდული რამ, რაც კი ოდესმე მოგისმენიათ, რადგან ეს მოსაზრება თავიდანვე განწირულია, რადგან ლეოს ბევრი დიდი მატჩი პირადად აქვს მოგებული.

მათ შორისაა 2015 წლის შეხვედრა "ბაიერნთან", სადაც არგენტინელმა აჩვენა ნოიერს თუ ვინ არის "ბოსი". "ლა პულგამ" სამ წუთში ბავარიელებს დუბლი შეუსრულა და დამატებით დროში ერთი ასისტიც მიითვალა. საბოლოოდ კი "ბარსელონა" ფინალში გავიდა.

გავიხსენოთ ასევე მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გატანილი შედევრი ჩემპ. ლიგის ნახევარფინალში, სადაც ლეომ მთელი გუნდი მოატყუა.

ზემოთხსენებული არგუმენტს კიდევ უფრო ასუსტებს ის ფაქტი, რომ არგენტინელ გენიოსს ზედიზედ ორ ჩემპიონთა ლიგის ფინალში აქვს გოლი გატანილი. რომ არაფერი ვთქვათ კლასიკოს ბომბარდირობაზე და სხვა დიდი გუნდების წინააღმდეგ გატანილ უამრავ გოლზე.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. აქ, რომ ყველა მატჩის ჩამოთვლა დავიწყოთ, არ გამოვა. ნუთუ კიდევ გაუჩნდებათ ამის შემდეგ გულშემატკივრებს ის აზრი, რომ მესი დიდ შეხვედრებში იკარგება?!

3. ლეო ასეთ შედეგებს ვერ დადებდა პრემიერ ლიგაში რომ ეთამაშა

კიდევ ერთი აბსურდული მითი, რომელსაც მესი მისივე სტატისტიკით ამსხვრევს. 26 გოლი 30 ჩატარებულ მატჩში ინგლისური გუნდების წინააღმდეგ. არგენტინელი ისეთ ფეხბურთელებს ჯობნის, რომლებიც მთელი კარიერაა პრემიერლიგაში ასპარეზობენ, მაშინ როცა ლეოს ინლისში არასდროს უთამაშია.

ასე რომ, ყველას მოსაზრებას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იფიქროს ის, რაც უნდა. მაგრამ ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ჩვენ საქმე არა უბრალოდ საუკეთესო ფეხბურთელთან, არამედ მსოფლიო მოვლენასთან გვაქვს, რომელიც სამყაროს 1987 წლის 24 ივნისს მოევლინა და დღემდე მსოფლიო ფეხბურთს აზანზარებს.

 

11 თვის წინ
3300 / 0
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ