მაშინ, როცა ლიონელ მესის დაბრუნება უფრო და უფრო უახლოვდებოდა რეალობას, ესპანურ პრესაში შემაშფოთებელი ინფორმაციები გავრცელდა.
Relevo-ს ცნობით, "ბლაუგრანაში" აღარ აქვთ მოლოდინი, რომ ლა ლიგა მათ გეგმას მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.
ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი წერს, რომ ლეომ სამომავლო კლუბზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაყინა.
თუ "ბლაუგრანაში" მიიჩნევდნენ, რომ ლა პულგას დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილი იყო, ახლა ყველაფერი ისევ ჰაერშია.
ელენა კონდისის თქმით, კატალონიურ გრანდში სჯერათ, რომ მესის ტრანსფერის განხორციელება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ლა ლიგისგან დასტურის მიღება მცირედით გადავადდა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" რწმენით, არგენტინელი მეგავარსკვლავი მათ მაინც დაელოდება.
შეგახსენებთ, რომ ლეო "პარი სენ-ჟერმენს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.