3 წლის წინ
ტურამი: "ჩემი შვილი "ბარსაში"? ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს"
ავტორი
Aa
მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" ფრანგი თავდამსხმელი, მარკუს ტურამი "ბარსელონას" რამდენჯერმე დაუკავშირეს.
როგორც მოგეხსენებათ, მარკუსი ლეგენდარული ლილიან ტურამის შვილია. RAC1-თან ჩაწერილ ინტერვიუში ლილიანმა თავისი ვაჟის მომავლის შესახებ ისაუბრა.
"ჩემი შვილებისთვის საუკეთესო მინდა. "ბარსაში" თამაში მარკუსისთვის ახდენილი ოცნეება იქნებოდა.
თანდათანობით, "ბარსელონა" კვლავ დიდებული გუნდი ხდება. ისინი ჩემპიონატის ლიდერები არიან და ეს მახარებს როგორც "ბარსას", ასევე ჩავის გამოც," - თქვა ფრანგმა.
25 წლის შემტევს "გლადბახთან" კონტრაქტი ივლისში ეწურება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები მის გახანგრძლივებას არ აპირებენ.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ტურამმა თავი 13 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი