logo

ანსუ ფატის უდიდესი აღიარება - FORBES-ის რჩეულთა სიაში

ანსუ ფატის უდიდესი აღიარება - FORBES-ის რჩეულთა სიაში

 როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ფეხბურთის ორი მეგავარსკვლავი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდო სულ მალე, შესაბამისად, 33 და 35 წლისა მოიყრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდები ჩვეულ ფორმას არ კარგავენ, ვერ გავექცევით იმ ფაქტს თუ რაოდენ ახლოსაა მათი ეპოქის დასასრული.

 ამასთან დაკავშირებით Forbes-მა შეადგინა 7 ტალანტისგან შემდგარი სია, რომლებსაც მომავალ ათწლეულში არგენტინურ-პორტუგალიური დომინაციის შეცვლა შეეძლებათ.

 ჩამონათვალში მოხვდა "ბარსელონას" 17 წლის ვარსკვლავთბიჭუნა ანსუ ფატიც, რომელსაც გამოცემამ შემდეგი სიტყვები მიუძღვნა:

 "ფატი 17 წლის მხოლოდ ოქტომბერში გახდა, მაგრამ მან უკვე ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

 ანსუ დიდებული აღნაგობისაა. როცა ამას სისწრაფესა და ბურთის კონტროლს უმატებ, იგი მეტოქე მცველისთვის ღამის კოშმარი ხდება.

 მან გუნდთან ახალი ხელშეკრულება 2019 წლის ოქტომბერში გააფორმა და "ბლაუგრანას" 2022 წლამდე დაუკავშირდა. ამჟამად ფატის გამოსასყიდი თანხა 190 მილიონი ევროა, ხოლო პროფესიონალური კონტრაქტის მიღების შემდეგ, ის 450 მილიონ ევრომდე გაიზრდება."

1 თვის წინ
894 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 366
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ