2 წლის და 8 თვის წინ
სუპერაგენტი "ბარსას" კიდევ ერთ ნახევარმცველს ურჩევს
ავტორი
Aa
ჟორჟე მენდეში "ბარსელონას" კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატებისკენ უბიძგებს, - იტყობინება SPORT.
წყაროს თანახმად, პორტუგალიელი აგენტი მიიჩნევს, რომ ლისაბონის "სპორტინგის" შუახაზელი, მანუელ უგარტე კატალონიელთათვის იდეალური შენაძენი იქნებოდა.
მენდეში "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას უგარტესთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაბმას ურჩევს.
ახალგაზრდა ურუგვაელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს.
მანუელით ლონდონის "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი" არიან დაინტერესებულნი.
მიმდინარე სეზონში 22 წლის საყრდნემა 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ლომებს" იგი 1 საგოლე გადაცემით დაეხმარა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მენდეში ასევე მუშაობს "ბარსაში" "ვულვზის" პორტუგალიელი ნახევარმცველის, რუბენ ნევეშის გადაბარგებაზეც.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი