1 წლის და 5 თვის წინ
"ბარსას" ფელიქსი შესთავაზეს - კატალონიელთა პოზიცია
"ბარსას" ფელიქსი შესთავაზეს - კატალონიელთა პოზიცია

ჟორჟე მენდეშმა "ბარსელონას" ჟოაუ ფელიქსი შესთავაზა, - იუწყება SPORT.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ცნობილი აგენტი "ბლაუგრანას" პორტუგალიელი თავდამსხმელის იჯარით დამატებას სთავაზობს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, "ბარსას" ჟოაუ მოსწონს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის ზოგიერთი წევრი ამ ტრანსფერს მაინც ეჭვის თვალით უყურებს. 

ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრიორიტეტული სამიზნეები ვიტორ როკე (ატლეტიკო პარანაენსე) და პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ჩელსი).

წყაროს თანახმად, თუ "ბარსა" ვერც როკეს დამატებას მოახერხებს და ვერც ობამეიანგისას, კლუბი ჟოაუს ვარიანტის განხილვას დაიწყებს. მიუხედავად ამისა, დღევანდელი მდგომარეობით, 23 წლის ფორვარდს "კამპ ნოუზე" არ უნდა ველოდოთ.

2022/2023 წლების სეზონის მეორე ნახევარი ფელიქსმა იჯარით "ჩელსიში" გაატარა, თუმცა "არისტოკრატები" მის გამოსყიდვას არ აპირებენ.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში ჟოაუმ თავი 9 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები