logo

Sky Sports: მესიმ თავისი მომავალი გადაწყვიტა

Sky Sports: მესიმ თავისი მომავალი გადაწყვიტა

გასული კვირის მანძილზე მთავარ სალაპარაკო თემად "ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავის, ლიონელ მესის საგანგებო განცხადება იქცა, სადაც მან კლუბის სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი საჯაროდ გააკრიტიკა.

ამის შემდეგ გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ მომავალ ზაფხულს ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელი კატალონიას დატოვებდა.

მიუხედავად ამისა, ახლა ბრიტანულმა ტაბლოიდმა Sky Sports-მა გაავრცელა ცნობა, რომ "ლა პულგას" "ბლაუგრანადან" წასვლა აზრადაც კი არ მოსვლია.

წყაროს თანახმად, 32 წლის შემტევი კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე გასამართი მოლაპარაკებებისთვის ემზადება, ასე რომ, "ბარსას" ქომაგებს სანერვიულო არაფერი აქვთ.

5 თვის წინ
6451 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 555
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი