10 თვის და 3 კვირის წინ
ნამდვილი ლეგენდა - რა თანხაზე თქვა უარი ალბამ
ნამდვილი ლეგენდა - რა თანხაზე თქვა უარი ალბამ

ჟორდი ალბამ "ბარსელონასგან" დიდი თანხის მიღებაზე თქვა უარი, - იუწყება Mundo Deportivo.

როგორც მოგეხსენებათ, მხარეებს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. წყაროს თანახმად, ჟორდიმ იმ ხელფასის 60% დათმო, რომელიც მას 2024 წლის ივლისამდე (ხელშეკრულების ამოწურვის ვადა) უნდა მიეღო.

ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, თავისთვის ბოლო სეზონში ალბას "ბლაუგრანასგან" 38 მილიონი ეკუთვნოდა. თუ MD-ს ინფორმაცია მართალია, 34 წლის მარცხენა მცველი მხოლოდ 16 მილიონ ევროს მიიღებს.

ჯერჯერობით უცნობია იმ თანხის ბედი, რომელიც გამოცდილმა ფლანგელმა კლუბის ფინანსური კრიზისის ჟამს, მომდევნო წლებზე გადაავადა.

შეგახსენებთ, რომ ჟორდი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადის. მისით "ატლეტიკო", "ინტერი" და "ბენფიკა" არიან დაინტერესებულნი.

2022/2023 წლების სეზონში ალბამ 2 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა თავი.


Facebook კომენტარები