1 წლის და 11 თვის წინ

“ბარსელონა” საქმეს შეუდგა! - კატალონიელები დემბელეს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ყველასთვის ცნობილ ტრავმამდე უსმან დემბელე “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და ეფექტური ფეხბურთელი იყო.
ჩავი ერნადენსი და ჟოან ლაპორტა ფრანგი ფეხბურთელის ასპარეზობით ძალიან კმაყოფილები არიან.
გავლენიანი ესპანური სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” დემბელეს უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.
ცნობისთვის, 26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 დღის და 16 საათის წინ

მთავარი ფავორიტი შეიცივალა - ოქროს ბურთის განახლებული ტოპ 3-ეული ცნობილია
4 თვის და 1 კვირის წინ

"ბარსელონას" 4 ამოცანა 2025 წლისთვის
4 თვის და 1 კვირის წინ

უმკაცრესი ზომები - რა შეიძლება დაემუქროს დე იონგს
4 თვის და 1 კვირის წინ

"ბარსა" ოლმოს არეგისტრირებს - რა გააკეთა ლაპორტამ