2 წლის და 10 თვის წინ
მესით კიდევ 2 ევროპული კლუბი დაინტერესდა
მესით კიდევ 2 ევროპული კლუბი დაინტერესდა

ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლიონელ მესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს დატოვებს.

"ლა პულგას" დაბრუნების სურვილი ამოძრავებს კატალონიის "ბარსელონას". ლეოთი დაინტერესებული არიან ამერიკული "ინტერ მაიამი" და არაბული "ალ-ჰილალი".

ზემოთხსენებული კლუბების მესით დაინტერესებაზე უკვე დიდი ხანია ვიცით, თუმცა დღეს კიდევ ორი კლუბის სახელიც გაჟღერდა.

არგენტინელი ჟურნალისტის, პაბლო გრაველონის ინფორმაციით, 35 წლის მეგავარსკვლავს თვალი ლონდონის "ჩელსიმ" და "ნიუკასლ იუნაიტედმა" დაადგეს.

"არისტოკრატებს" მესის გადაბირების მცდელობა 10 წლის წინაც ჰქონდათ, "ჯორდების" ამბიციების გაჩენა კი კლუბში არაბული ინვესტიციის ჩადებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი "პსჟ-დან" თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის.


Facebook კომენტარები