2 წლის და 8 თვის წინ
"მწვრთნელები ასე უნდა ვიქცეოდეთ" - ჩავიმ მოურინიო გააკრიტიკა
ავტორი
Aa
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს "რომას" თავკაცის, ჟოზე მოურინიოს მიერ ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ ჩადენილი ქმედებების შესახებ ჰკითხეს აზრი.
"მოურინიოს ჟესტი მსაჯისადმი? ჩვენი რეაქციები უნდა გავაკონტროლოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა მოედანზე.
მწვრთნელებმა სხვებს მაგალითი უნდა მივცეთ. იმედი მაქვს, მსგავს მოქცევაში არასდროს ვიქნები შემჩნეული," - თქვა "მაესტრომ".
შეგახსენებთ, რომ მოურინიომ "სევილიასა" და "რომას" შორის გამართული მატჩის მთავარ არბიტრს, ენტონი ტეილორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "განსაკუთრებულის" ქმედებამ "ჯალაროსის" ისედაც გაღიზიანებულ გულშემატკივრებს ემოციების დაცლისკენ მეტად უბიძგა და ტეილორი მათი აგრესიის მსხვერპლიც გახდა.
ევროპა ლიგის ფინალში "რომამ" "სევილიასთან" პენალტების სერიაში წააგო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი