სოფიან ამრაბატი "ბარსელონაში" თამაშზე ისევ ოცნებობს, - იუწყება SPORT.
მაროკოელ ნახევარმცველს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურის მორგება ძალიან უნდა, მაგრამ ისიც იცის, რომ ტრანსფერის განხორციელება მეტად რთული იქნება.
ამრაბატი იცდის, ოღონდ იმასაც კარგად ხვდება, რომ დრო ძვირფასია. აქედან გამომდინარე, "ფიორენტინას" შუახაზელი სხვა ვარიანტების განხილვასაც დაიწყებს.
წყაროს თანახმად, უკანასკნელ საათებში "მანჩესტერ იუნაიტედი" გააქტიურა. "წითელი ეშმაკები" ფეხბურთელთან კონტაქტზეც გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის შუახაზელის დამატებას "ბლაუგრანა" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზეც ცდილობდა, თუმცა "იებმა" მაროკოელთან დამშვიდობებაზე უარი განაცხადეს. ტოსკანური კლუბი სოფიანს 40 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 48 მატჩში ამრაბატმა 1 ასისტი მიითვალა.