2 წლის და 1 თვის წინ
ვინ შეცვლის დემბელეს მომდევნო მატჩებში - ფავორიტი ცნობილია
ვინ შეცვლის დემბელეს მომდევნო მატჩებში - ფავორიტი ცნობილია

"ჟირონასთან" მინიმალური სხვაობით მოგებულ მატჩში "ბარსელონამ" მძიმე დარტყმა იწვნია - ტრავმა მიიღო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, უსმან დემბელემ.

25 წლის გარემარბს ბარძაყზე აქვს დაზიანება. თუ ჟურნალისტ ჩავი მიგელს ვენდობით, დემბელე გუნდს 3-4 კვირით გამოაკლდა.

მოვლენების მსგავსად განვითარების შემთხვევაში, ფრანგი ფეხბურთელი "ბეტისთან", "სევილიასთან", "ვილიარეალთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ მატჩებში და კოპა დელ რეის პირველ ნახევარფინალში ვერ ითამაშებს.

ბუნებრივია, ყველაზე აქტუალური ახლა დემბელეს შემცვლელის მოძებნაა.

Diario AS-ის ინფორმაციით, უსმანის პოზიციის დაკავების ყველაზე დიდი შანსი პაბლო გავის აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი ნახევარმცველია, ჩავის შეტევის ფლანგზე მისი დაყენება ერჩივნება ანსუ ფატის ან ფერან ტორესის გამწესებას.

18 წლის ნახევარმცველს ამ სეზონში უკვე რამდენჯერმე უთამაშია გარემარბის პოზიციაზე, ამიტომ ეს მისთვის უცხო არ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ თამაშში დემბელეს ნაცვლად მოედანზე პედრი გონსალესი შევიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.


Facebook კომენტარები