გუშინ ლიგა 1-ს 38-ე ტური შედგა, სადაც ლიონელ მესიმ "პარის სენ-ჟერმენის" რიგებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.
ბუნებრივია, აღნიშნული თამაშის შემდეგ არგენტინელის მსურველები სატრანსფერო საკითხების გარკვევასა და მოლაპარაკებების წარმოებას უმალვე შეუდგნენ.
როგორც ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, გუშინ ღამით საუდის არაბეთის დელეგაცია პარიზში გაემგზავრა, რათა მესის ტრანსფერზე დეტალები გაერკვია.
წყაროს ცნობით, აზიელები იმედოვნებენ, რომ ტრანსფერს მომდევნო 48 საათის განმავლობაში დახურავენ.
მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონა" მესის სიტუაციას აქტიურად აკვირდება და გავრცელებული ინფორმაციით, "ბალუგრანაში" ელიან, რომ 35 წლის სუპერვარსკვლავი თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სამშაბათამდე მიიღებს.
აქვე გეტყვით, რომ ლეოს გადაბირებას აქტიურად ასევე "ინტერ მაიამიც" ცდილობს.