1 წლის და 5 თვის წინ
შეუძლია თუ არა მესის "ბარსელონაში" დაბრუნება - ტებასის განცხადება
ავტორი
Aa
მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ "პარის სენ-ჟერმენის" რიგებში ბოლო მატჩი ჩაატარა, მის დაბრუნებზე კატალონიის "ბარსელონა" მუშაობას უფრო აქტიურად შეუდგა.
იწერება, რომ არგენტინელი თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამშაბათს, 6 ივნისს მიიღებს და სწორედ ამ დროს "ბლაუგრანა" მისი ტრასფერის დახურვას შეეცდება.
ლეოს "ბარსაში" შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშრებით ჟურნალისტებმა ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასსაც ჰკითხეს.
"შეუძლია თუ არა მესის "ბლაუგრანაში" დაბრუნება? ეს კითხვა "ბარსელონასთვისაა" და არა ჩემთვის", - თქვა ესპანელმა.
მოგახსენებთ იმასაც, რომ შვიდგზის ოქროს ბურთის გამარჯვებულის დამატებას აქტიურად ასევე "ალ ჰილალი" ცდილობს.
Facebook კომენტარები