2 წლის და 11 თვის წინ
მესი "ბარსელონაში" უფასოდ თამაშისთვის მზადაა - რა არის ხელის შემშლელი ფაქტორი
მესი "ბარსელონაში" უფასოდ თამაშისთვის მზადაა - რა არის ხელის შემშლელი ფაქტორი
ავტორი
Aa

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესი თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 6 ივნისს მიიღებს.

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ კატალონიის "ბარსელონა" არგენტინელის დაბრუნებას აქტიურად ცდილობს, და როგორც ირკვევა, ტრანსფერზე მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 35 წლის სუპერვარსკვლავი მზადაა, რომ კატალონიელთა რიგებში სრულიად უფასოდ, ანაზღაურების გარეშე ითამაშოს.

თუმცა, ამ საკითხზე ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობს. კერძოდ, ლა ლიგა მოითხოვს, რომ ლეოს დაბრუნების შემთხვევაში მისი წლიური ანაზღაურება მინუმუმ 25 მილიონი ევრო უნდა იყოს.

ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება, თუ რა თანხას შესთავაზებს "ბარსა" მესის, თუმცა ერთი რამ ნათელია: არგენტინელის სურვილი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაშია.


Facebook კომენტარები