როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლეო მესიმ "გრანადასთან" მატჩში მინდორი 66-ე წუთზე დატოვა.
ქომაგებმა იფიქრეს, რომ "ბარსას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა ეს კაპიტნის დასვენების მიზნით გააკეთა, თუმცა, თუ Diario Gol-ს დავუჯერებთ, საქმე სხვაგვარადაა.
წყაროს თანახმად, თამაშის მიმდინარეობისას, "ლა პულგამ" ფეხზე დისკომფორტი იგრძნო და შეცვლა თავად მოითხოვა.
ჯერჯერობით, ამ ინფორმაციას სხვა გამოცემები არ ადასტურებენ.
ასეა თუ ისე, ორ დღეში "ბლაუგრანას" უკვე ესპანეთის სუპერთასზე ელის ბატალიები, ამიტომ არგენტინელის ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია.