სასიხარულო ამბავი - სერხი რობერტო ვარჯიშს დაუბრუნდა (ვიდეო)

"ბარსელონას" ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ სერხი რობერტო ინდივიდიალურად ვარჯიშობს.

ესპანელი უნივერსალი ნოემბრიდან მოყოლებული ტრავმირებულია და დღევანდელი სიახლე მართლაც რომ სასიხარულო გახლავთ.

"ბარსას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა ბრძანა, რომ სერხი იანვრის ბოლოს სათამაშოდ მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში რობერტოს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 10 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 1 გოლსა და 2 ასისტს მოუყარა თავი.

1 კვირის წინ
214 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 522
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხი რობერტო, ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ლეო მესი