1 წლის და 10 თვის წინ
ჩავი: "1:0-ით მოგებას მეც 4:0-ით მოგება მირჩევნია, მაგრამ..."
ჩავი: "1:0-ით მოგებას მეც 4:0-ით მოგება მირჩევნია, მაგრამ..."

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. კატალონიურ დერბიში "ლურჯ-ბროწეულისფერნი" გუშინ "ჟირონას" დაუპირისპირდნენ და პედრი გონსალესის მიერ გატანილი გოლით მოიგეს.

"ბლაუგრანასთვის" შეხვედრა მეტად მძიმე გამოდგა. თამაშის უკანასკნელ წუთებში მასპინძლებს რამდენიმე რეალური მომენტიც ჰქონდათ, თუმცა იღბალი აშკარად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მხარეს გახლდათ.

მეტოქის კარგად თამაში "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ ინტერვიუშიც აღნიშნა.

"ჩვენ რეალური მოწინააღმდეგე გვყავს. ეს სასცენო წარმოდგენა არაა. 1:0-ით მოგებას მეც 4:0 მოგება მირჩევნია, მაგრამ მეტოქესაც აქვს საკუთარი ინტერესები. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და ბევრი რა განვავითაროთ, მაგრამ ისიც უნდა დავინახოთ, რომ სწორ გზაზე ვართ და გაცილებით უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე 1 წლის წინ.

ბევრი შანსი არ შეგვიქმნია, მაგრამ ბურთით კომფორტულად ვიყავით. უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა.

თავდაჯერება უნდა მოვიმატოთ, რათა შეტევაში მეტი რამ გამოგვივიდეს. პრესინგის გამო ბევრი კარგი ეპიზოდი მოგვეცა, რომელიც საგოლე მომენტებში ვერ გარდავსახეთ. მეტოქის ნახევარზე მეტად მშვიდად უნდა ვიმოქმედოთ.

გამარჯვებით ბედნიერი ვარ, თუმცა მოგების შემდეგ საკუთარი თავებიც უნდა გავაკრიტიკოთ. საკმარისად მამაცები არ ვიყავით," - თქვა 43 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ჩავის გუნდს ლა ლიგაში 44 ქულა აქვს, პირველ პოზიციაზე იმყოფება და მეორეადგილოსან "რეალს" 6 ქულით უსწრებს, ოღონდ "სამეფო კლუბს" დღეს სხვაობის შემცირების შესაძლებლობა მიეცემა. "თეთრები" "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდებიან.


Facebook კომენტარები