Understat-მა ძალიან საინტერესო მაჩვენებელი შემოგვთავაზა. გამოცემამ 2016 წლის შემდეგ შემტევი მოთამაშეების მომენტების რეალიზაციის მაჩვენებელი გამოთვალა.
სიის ლიდერი სონ ჰონ-მინია, რომელმაც იმაზე 44.41%-ით უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ლიონელ მესი ასევე მოწინავე პოზიციებზეა, "ლა პულგა" მე-3 ადგილს იკავებს და მან იმაზე 21.31%-ით უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
- სონ ჰონ-მინი: 61 გოლი - 44.41%>
- ჰარი კეინი: 104 გოლი - 21.33%>
- ლიონელ მესი: 139 გოლი - 21.31%>
- ჩირო იმობილე: 113 გოლი - 21.14%>
- სადიო მანე: 69 გოლი - 16.36%>
- რომელუ ლუკაკუ: 88 გოლი - 15.05%>
- კილიან მბაპე: 91 გოლი - 14.35%>
- ჯეიმი ვარდი: 85 გოლი - 13.51%>
- მუჰამედ სალაჰი: 101 გოლი - 11.81%>
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი: 37 გოლი - 9.18%>
- ტიმო ვერნერი: 82 გოლი - 8.28%>
- ლუის სუარესი: 100 გოლი - 6.66%>
- კრისტიანო რონალდუ: 117 გოლი - 0.67%>
- სერხიო აგუერო: 78 გოლი - 0.5%>
- პიერ-ემერიკ ობამეიანგი: 101 გოლი - 0.07%<
- რობერტ ლევანდოვსკი: 134 გოლი - 0.43%<
- რაჰიმ სტერლინგი: 66 გოლი - 1.23%<
- ნეიმარი: 62 გოლი - 1.62%<
- დომინიკ კალვერტ-ლიუვინი: 35 გოლი - 11.37%<
- ქარიმ ბენზემა: 66 გოლი - 12.65%<