Mail-ის ინფორმაციით, ლიონელ მესი 2025 წლამდე "ბარსელონასგან" კვირაში 170 ათას ევროს მიიღებს, მიუხედავად იმისა, იქნება ის გუნდში თუ არა.
წყაროს თქმით, 2017 წელს "ბლაუგრანა" და მესი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ერთ-ერთი პუნქტი კი უზარმაზარი ბონუსი იყო.
მესი 2021 წლის ბოლომდე ბონუსის სახით 39 მილიონ ევროს მიიღებს, მეორე ნაწილი კი 2025 წლამდე უნდა მიიღოს.
ასე რომ, მესი სხვა გუნდში გადასვლის მიუხედავად, მაინც მიიღებს ყოველკვირეულ ხელფასს კატალონიური კლუბისგან.