"ბარსელონას" რომელ ფეხბურთელს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება

"ბარსელონას" რომელ ფეხბურთელს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ 24 იანვარსაა ჩანიშნული, თუმცა ეს თარიღი დიდი ალბათობით შეიცვლება.

იმ შემთხვევაში, თუ დათქმული დრო შენარჩუნდა, OnzeTv3 გვაუწყებს, რომ არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება "ბარსელონას" მხოლოდ ერთ ფეხბბურთელს, ხერარდ პიკეს ექნება.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 24 იანვარს "ბლაუგრანას" "ელჩესთან" ელის ლა ლიგის მე-20 ტურის საგარეო მატჩი, ამიტომ მთელი გუნდი ელჩეში იქნება.

კატალონიაში მხოლოდ ტრავმირებულნი რჩებიან, რომელთა რიცხვში ხერარდის გარდა ანსუ ფატიცაა, თუმცა ანსუმანე არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა.

რაც შეეხება ამ დროისთვის კიდევ ერთ ტრავმირებულს, სერხი რობერტოს, არსებობს მოლოდინი, რომ იანვრის ბოლოსთვის იგი უკვე შეძლებს სამატჩო განაცხადში მოხვედრას.

1 კვირის წინ
378 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 522
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხი რობერტო, ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ლეო მესი