logo

3 ფიგურა, რომლის "ბარსელონადან" გაშვება მესის უნდა

3 ფიგურა, რომლის "ბარსელონადან" გაშვება მესის უნდა

El Desmarque-მ დღეს საზოგადოებას ამცნო, რომ "ბარსელონას" არგენტინელ მეგავარსკვლავს, ლიონელ მესის კლუბში სერიოზული ცვლილებების განხოციელება სურს.

წყაროს თანახმად, პირველი ფიგურა, რომლის "ბლაუგრადან" გაშვება ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს სწადია, ერიკ აბიდალია. როგორც ჩანს, ტექნიკური დირექტორის მიერ გასულ კვირას გაკეთებული სკანდალური განცხადება ლიონელის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, მესის თვალში არ მოსდის აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუც, რომელიც აბიდალის უპირველესი ლობისტია და ყველა ჩავარდნილ ტრანსფერზე გახლავთ პასუხისმგებელი.

გამოცემა ამატებს იმასაც, რომ ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელში ნდობას ვერც "ბარსას" თავკაცი კიკე სეტიენი აღძრავს.

წყაროს ცნობით, სწორედ ამ სამი ფიგურისგან შედგება ის სამსხვერპლო სია, რომელიც "ლა პულგამ" შეიმუშავა...

5 თვის წინ
6276 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 555
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი