"ბარსელონას" ესპანელი მარჯვენა მცველი, ჟორდი ალბა 31 წლისაა და მცველისთვის კრიტიკულ ასაკში შედის. როგორც ჩანს, კატალონიაში უკვე დაიწყეს მის შემცვლელზე ფიქრი.
"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 2019 წლის ზაფხულში "ბეტისიდან" ჟუნიორ ფირპო სწორედ ამ განზრახვით შეიძინეს, თუმცა ფირპომ ავანსები ვერ გაამართლა და ახლა გუნდიდან აბარგების მთავარი კანდიდატია.
ახლა კი Sport წერს, რომ "ბარსამ" ალბას შესაძლო შემცვლელად 5 კანდიდატი შეარჩია:
ხოსე გაია (ვალენსია)
ალფონსო პედრასა (ვილიარეალი)
ანხელინიო (ლაიფციგი)
ხუან მირანდა (ამჟამად "ბეტისში" განათხოვრებული)
ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა B)