როგორც მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალი, სადაც "ბარსელონა" "სოსიედადს" დაუპირისპირდება.
მთელი დღეა ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ "ბლაუგრანას" ათიანი, ლიონელ მესი "ჩური ურდინთან" თამაშს ვერ შეძლებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელმა ჯერ კიდევ "გრანადასთან" მატჩში იგრძნო დისკომფორტი და მდგომარეობა არ გამოსწორებულა.
მიუხედავად ამისა, თუ Sport-ს დავუჯერებთ, მაინც არსებობს შანსი, რომ ლეო მოედანზე ვიხილოთ.
წყაროს თანახმად, მესის შეხვედრის დაწყებამდე ექიმები გამოკვლევას ჩაუტარებენ და თუ არგენტინელი ტკივილს იგრძნობს, იგი მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, ხოლო საწინააღმდეგო შემთხვევაში, "ბარსას" ათიანმა შეიძლება ითამაშოს.