ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში "ბარსელონამ" "სოსიედადის" დამარცხება პენალტების სერიაში მოახერხა.
კატალონიელთა მხრიდან გადამწყვეტი პენალტი ახალგაზრდა რიკი პუჩიმ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ პუჩიმდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა გააცუდა ანტუან გრიზმანმა.
მატჩის შემდეგ კამერების წინ მან ახალგაზრდა რიკის მიმართა:
"შენთან ვალში ვარ, მეგობარო. სადილი ჩემზე იყოს".