"ბარსელონას" მიერ "სოსიედადზე" გამარჯვების შემდეგ ძალიან ბევრი ქომაგი თუ ჟურნალისტი გუნდის ახალ სიცოცხლესა და ძველი დიდების დაბრუნებაზე ალაპრაკდა.
ესპანური პრესის მთავარი ფურცლები "ბარსას" ფეხბურთელთა საქებარი სიტყვებით აჭრელდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე ენატკბილნი Sport-ის ჟურნალისტები გამოდგნენ, რომლებმაც ტერ შტეგენისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურეს და მთავარ გვერდზე მისი სურათი დიდებული სათაურით დაამშვენეს:
IHEROE! - გმირი