1 წლის და 8 თვის წინ
მატეო მესი მამამისს ბარსელონაში აბრუნებს
მატეო მესი მამამისს ბარსელონაში აბრუნებს

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნება უფრო და უფრო რეალური ხდება.

ლეოს მამა და აგენტი, ხორხე მესი დღეს ჟოან ლაპორტას შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა მესიმ განაცხადა, რომ მის ვაჟს "ბლაუგრანაში" უნდა დაბრუნება და მხარეები ამაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა საუდის არაბეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შეჩერება მოისურვა.

ჟერარ რომეროს ცნობით, "ლა პულგას" ამ ქმედებებზე უდიდესი გავლენა მისი ოჯახის წევრებს აქვთ.

რომერო წერს, რომ ლეოს მეუღლესა და მის სამ შვილს პარიზში ცხოვრება მეტად გაუჭირდათ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რათა მშობლიურ ბარსელონას დაუბრუნდნენ.

"ის, ვინც მესის "ბარსაში" დაბრუნებისკენ უბიძგებს, სახელად მატეოა, თუმცა მისი გვარი ალემანი არ გახლავთ," - ეს ჟოან ლაპორტას მეგობრის, ხოსე მადოლელის სიტყვებია.

მარტივი მისახვედრია, რომ პრეზიდენტთან დაახლოებული პირი ლეოს შუათანა შვილს, მატეო მესის გულისხმობს. როგორც ჩანს, 7 წლის ბიჭუნას ბარსელონა ძალიან მოენატრა.


Facebook კომენტარები