ტერ შტეგენს წარსულის ლაქის ჩამორეცხვის შანსი აქვს

ტერ შტეგენს წარსულის ლაქის ჩამორეცხვის შანსი აქვს

როგორც მოგეხსენებათ, კვირას, ზუსტად შუაღამით სევილიაში დაიწყება ესპანეთის სუპერთასის ფინალი, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან.

ბოლოს ეს გუნდები ამ ტიტულისთვის ერთმანეთს 2015 წელს შეეჭიდნენ და მაშინ ბასკებმა იმარჯვეს.

ალბათ, კარგად გახსოვთ, რომ მაშინ სუპერთასი განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა. პირველი შეხვედრა "სან მამესზე" "ატლეტიკმა" გამანადგურებელი სხვაობით, ანგარიშით 4:0 მოიგო და ეს უპირატესობა "კამპ ნოუზეც" შეინარჩუნა.

იმ ავადსახსენებელ მატჩში "ბარსას" კარს მარკ ანდრე ტერ შტეგენი იცავდა, რომელმაც უპატიებელი შეცდომა დაუშვა და ცენტრიდან გაუშვა გოლი.

Mundo Deportivo-ში სჯერათ, რომ გერმანელს ამ შეცდომის სიმწარე დღესაც არ განელებია და კვირას მის გამოსწორებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ "რეალ სოსიედადთან" ნახევარფინალური შეხვედრა სწორედ შტეგენმა მოიგო, ჯერ ძირითად დროში განხორციელებული საოცარი სეივებით და შემდგომ, პენალტების სერიაში აღებული ორი დარტყმით.

1 თვის წინ
444 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 1110
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ