"ბარსელონას" არ შეუძლია, რომ ლიონელ მესის მიმდინარე კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი გადაუხადოს, - იტყობინება The Athletic.
ბრიტანული ტაბლოიდის თანახმად, "ბლაუგრანას" ამის საშუალებას ფინანსური კრიზისი არ აძლევს.
"ლურჯ-ბროწეულისფერებს" ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვით 100 მილიონის გამომუშავება, ხოლო სახელფასო ჭერის 200 მილიონით შემცირება დასჭირდებათ. ასე რომ, არ გამოვრიცხოთ, "ლა პულგას" წასვლა მათთვის აუცილებელიც გახდეს.
თავისთავად, მესის აბარგება გარდაუვალი ჯერ კიდევ არაა, რადგან ლეოს შეუძლია, რომ ანაზღაურების შემცირებაზე დათანხმდეს.
თავის ბოლო ინტერვიუში, არგენტინელმა ბრძანა, რომ გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.