The Sun-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს "ბარსელონა" ზაფხულში სერხიო კუნ აგუეროს დამატებას ეცდებოდა.
თუმცა, ყველაზე გავლენიანმა და სანდო ბრიტანულმა გამოცემამ, The Athletic-მა, ეს ინფორმაცია უარყო და სიცრუე უწოდა.
მათი თქმით, "ბარსას" ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს შესაძლებლობა, რომ აგუეროს შესაბამისი ხელფასი გადაუხადოს.
კატალონიელები ზაფხულში ახალგაზრდა მოთამაშეების დამატებას ეცდებიან, რა თქმა უნდა, დაბალი ხელფასით.