მესის მდგომარეობა, გარსიას ტრანსფერი და სხვა - კუმანის სრული პრესკონფერენცია

მესის მდგომარეობა, გარსიას ტრანსფერი და სხვა - კუმანის სრული პრესკონფერენცია

ესპანეთის სუპერთასის ფინალის წინა დღეს, რონალდ კუმანმა მედიასთან ისაუბრა და სხვადასხვა საკითხებზე გააკეთა კომენტარი.

"გუნდში კარგი სიტუაციაა და ყველა ელის სუპერთასის ფინალს. წინ რთული მეტოქე გველის. ვეცდებით, რომ მოედანზე დომინანტები ვიყოთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელ მატჩში მესი მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ბოლო სიტყვა ლეოზეა, ის ყველაზე კარგად იცნობს თავის სხეულს. ხვალამდე მოცდა მოგვიწევს.

გარსიას ამ თვეში ვერ შევიძენთ? გავიგე, რომ თითქოს არ ვარ ბედნიერი ან ვდარდობ.. უნდა ვთქვა, რომ კარგად, ბედნიერი ვარ და კლუბის ფინანსური მდგომარეობა მესმის. თუ ტრანსფერი შესაძლებელი არ არის, ესეიგი არ არის და მორჩა.

სუპერთასის მნიშვნელობა? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიტულის მოგება. საჭიროა, რომ მოიგო ტიტულები, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის მნიშვნელოვანი, ის მაინც ტიტულია.

სერხი რობერტო ანსუ ფატიმდე ადრე დაბრუნდება, თუმცა ზუსტი თარიღების დასახელება არ მსურს. მოთამაშეებმა აღდგენითი პროცესები კარგად უნდა გაიარონ. სერხის ალბათ კიდევ 2 კვირა დასჭირდება, ანსუს - მეტი.

ნეტუ? სიმართლეა, რომ მისმა წარმომადგენლებმა კლუბის დატოვების უფლება გვთხოვეს, თუმცა ჩვენი პასუხია - არა. გვსურს, რომ ყველა პოზიციაზე გვყავდეს საკმარისი მოთამაშეები.

ახალგაზრდა მოთამაშეებმა უნდა ისწავლონ, ამისთვის კი საჭიროა, რომ ითამაშონ ფინალები. გუნდში გამარჯვების დიდი სურვილია", - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

1 თვის წინ
866 / 0
George
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 1110
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ