როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება ესპანეთის სუპერთასის ფინალი, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ლეო მესი, თუმცა, გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბლაუგრანაში" ოპტიმისტური განწყობაა.
ამის გათვალისწინებით, FootballCritic.com გვთავაზობს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სავარაუდო შემადგენლობას ხვალინდელ ჯახში:
მარკ ანდრე ტერ შტეგენი
ხორდი ალბა, რონალდ არაუხო, კლემან ლენგლე, სერჟინიო დესტი
ფრენკი დე იონგი, სერხიო ბუსკეტსი
პედრი, ანტუან გრიზმანი, უსმან დემბელე
ლეო მესი