4 ცენტრფორვარდი, რომლითაც "ბარსელონა" შეიძლება დაინტერესდეს

4 ცენტრფორვარდი, რომლითაც "ბარსელონა" შეიძლება დაინტერესდეს

როგორც მოგეხსენებათ, ცენტრფორვარდი "ბარსელონას" ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია. კლუბი დიდი ხანია ლიონის "ოლიმპიკის" შემტევს, მემფის დეპაის უტრიალებს და მოსალოდნელია, რომ ზაფხულში უფასოდაც დაიმატებს, თუმცა, ეს შეიძლება საკმარისად არ ჩაითვალოს.

Tribuna.com გვთავაზობს იმ 4 თავდამსხმელს, ვისზეც შეიძლება "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას იფიქრონ:

1.ერლინგ ჰოლანდი

ნორვეგიელი ფორვარდი არის ის, ვინც "ბარსას" სჭირდება. მთავარ პრობლემას კლუბის რთული ფინანსური მდგომარეობა და ერლინგის მაღალი ფასი წარმოადგენს, რომელიც, მისი მსურველთა სიხშირის გამო, ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება.

2.ლაუტარო მარტინესი

არგენტინელს გასულ სეზონშიც უკავშირებდნენ "ბარსას". იგი წელსაც დიდებულად გამოიყურება. ლაუტაროს როგორც კლასიკურ, ასევე ცრუ ცხრიანზეც შეუძლია თამაში და მისი ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს, რაც "ბლაუგრანას" ასევე ეძვირება.

3.ალექსანდერ ისაკი

21 წლის შვედმა გასულ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მიმდინარე მარათონში იგი არც თუ კარგად გამოიყურება. ახალგაზრდა შემტევი 25 მილიონ ევროდაა შეფასებული, თუმცა "რეალ სოსიედადმა" შეიძლება უფრო მეტიც მოითხოვოს.

4. მაქსი გომესი

მაქსი 24 წლისაა და დიდად გასაოცარი მაჩვენებლებით ვერ გამოირჩევა, თუმცა მისი მთავარი პლიუსი შედარებით დაბალი ღირებულებაა, რასაც ხელს "ვალენსიას" ცუდი მდგომარეობაც უწყობს.

1 თვის წინ
335 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 1110
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ