როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" კაპიტანმა, ლეო მესიმ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალი ტრიბუნებზე გაატარა.
ესპანურ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც "ლა პულგა" მთლად უსაქმოდ არ ყოფილა.
წყაროს თანახმად, არგენტინელი "ბარსას" 21 წლის ნახევარმცველს, რიკი პუჩის აქტიურად აძლევდა რჩევებს.
როგორც ჩანს, ამ რჩევებმა იმუშავა, რადგან რიკიმ "სოსიედადის" კარში გადამწყვეტი პენალტი შეაგდო და მატჩის გმირად იქცა.
შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ფინალი ხვალ, თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება.